საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

2020 წლის 13-15 აგვისტოს, პირველად საქართველოში, ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებით მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლა ,, Cadaver Workshop“ გაიმართა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტმა დაუფინანსა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს, გიორგი კონცელიძეს, აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის საფასური. საზაფხულო სკოლის მოკლე კურსი შეიქმნა ქართველი და უცხოელი სტუდენტებისთვის და აქცენტი ზედა და ქვედა კიდურების კლინიკურ ანატომიურ ასპექტებზე გაკეთდა. საზაფხულო სკოლის სასწავლო გეგმა ორ ნაწილად გაიყო. კურსი მოიცავდა ლექციას, თემაზე ,,გვამური კვეთა და უსაფრთხოება - ინსტრუმენტები და უსაფრთხოების წესები“, და ასევე  გვამის კვეთის პრაქტიკულ სავარჯიშოებს, საგულდაგულოდ დამუშავებული კადავერული მასალის გამოყენებით. კურსი ჩატარდა ინგლისურ ენაზე. სამდღიანი ტრენინგის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.
მედიცინის ფაკულტეტი მადლობას უხდის ბაუ ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტს.

 

თარიღი: 08/10/2020